ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ზე წერს.
ამასთან, მისი თქმით, უნდა მოხდეს უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება, ხოლო „უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების მოქმედებებს“ შედეგები მოჰყვეს.
„ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებას. უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება უნდა მოხდეს. ამ უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების მოქმედებებს შედეგები უნდა მოჰყვეს“, – წერს ანიტა ჰიპერი.