საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადი განათლების სამი მიმართულების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა

საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა, ზოგადი განათლების სამი მიმართულების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაცია ეხებოდა სასწავლო პროგრამას სკოლებში, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და სახელფასო პოლიტიკას. ღონისძიებას განათლების მინისტრი დაესწრო.
გიორგი ამილახვარის განცხადებით, უწყება იკვლევს ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას და სამინისტროს გადაწყვეტილებები სწორედ ამ კვლევებს ეფუძნება.
“სამინისტროში შეიქმნა კვლევების ცენტრი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან გამოწვევაზე აწარმოებს შიდა კვლევებს, რომელსაც ეფუძნება ყველა ის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც შედის საგანმანათლებლო სფეროს ინტერესებში და ყველა იმ ადამიანის ინტერესებში, ვინც ჩართულია განათლებაში და სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი კონფერენცია რომ საზოგადოებას დარგობრივ წრეებს წარვუდგინოთ ორი კვლევა , რომელიც დასრულდა და ეხება სკოლებში სასწავლო პროგრამასა და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და სახელფასო პოლიტიკას”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს