საგამოძიებო სამსახურმა საახალწლო საქველმოქმედო აქცია გამართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დამდეგი შობა-ახალი წელი, ტრადიციულად, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვებს და მოხუცებს მიულოცეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, უწყების თანამშრომლებმა ცენტრის მზრუნველობას მოკლებული პატარები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოხუცები მოინახულეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.
„საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა, ცენტრში მყოფ მოხუცებს ჯანმრთელობა, პატარა აღსაზრდელებს და მოზარდებს სწავლაში წარმატება უსურვეს. ისინი საახალწლო საჩუქრებით გაახარეს და საკვები პროდუქტები, ტკბილეული, წიგნები, სათამაშოები, სასაჩუქრე კალათები, ჰიგიენის საშუალებები და პირველადი საჭიროების სხვადასხვა ნივთი მიუტანეს.
თანადგომის და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, სოციალურად დაუცველი, მზუნველობას მოკლებული ადამიანებისთვის, ყოველი წლის დასასრულს, საგამოძიებო უწყება საქველმოქმედო საახალწლო აქციას ატარებს, რომელშიც საგამოძიებო სამსახურის ყველა თანამშრომელია ჩართული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა