საგამოძიებო სამსახურმა ბაბი კირკიტაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მომღერალ სთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება ჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
7 დეკემბერს მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ დაწერა, რომ ე.წ. ჩათებში გავრცელებული პორნოშინაარსის ვიდეოფაბრიკაციის გამო გეგმავდა, საგამოძიებო უწყებისთვის მიემართა:
„პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ ..!!! ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ… აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს“.
მომღერლის პოსტს სოციალურ ქსელში მალევე გამოეხმაურნენ უფლებადამცველები.
თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი წერდა, რომ აუცილებელია დროულად დაიწყოს აღნიშნულ საქმეზე გამოძიება.
9 დეკემბერს ამ თემას პრეზიდენტი გამოეხმაურა.