საგამოძიებო: პოლიციის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე 80 შეტყობინება შემოვიდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აპრილსა და მაისში მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საგამოძიებოში აცხადებენ, რომ პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეებზე კანონსაწინააღმდეგო ქმედების თაობაზე უწყებაში 80 შეტყობინება შევიდა, რომელიც აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების უფლებების დარღვევას ეხებოდა.
“გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის თაობაზე, რომელიც შეეხება 2024 წლის აპრილსა და მაისში ქ. თბილისში, პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციული შენობების მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 2024 წლის აპრილსა და მაისში აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე, სხვადასხვა უწყებიდან და ცხელი ხაზის მეშვეობით 80 შეტყობინება შემოვიდა, რომელიც აქციის მონაწილეების და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევას ეხებოდა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შემოსულ შეტყობინებებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მყისიერად დაიწყო.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე სწრაფი სამართლებრივი რეაგირება უზრუნველყო. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 67 პირი (მათ შორის 9 ჟურნალისტი), 30 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა;