საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ზუსტად ის ადამიანები ნერვიულობენ, რომელთაც იციან, რომ მათი დანაშაულები დოკუმენტურად არის დამტკიცებული

რატომ არ უნდა მოვიდეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ადამიანი, რომლის განცხადებასაც მნიშვნელობა აქვს? – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ზუსტად ის ადამიანები ნერვიულობენ, რომელთაც იციან, რომ მათი დანაშაულები დოკუმენტურად არის დამტკიცებული.
„[როგორც რადიკალები ამბობენ, რომ არ აღიარებენ საგამოძიებო კომისიას], ეს თუ ასეა, რატომ ნერვიულობენ მაშინ? [ეს რადიკალები, კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები] პროკურატურას და -საც არ აღიარებენ, მაგრამ რატომ რეკავენ მაშინ პოლიციაში, როცა სჭირდებათ?
თუ დანაშაული არ აქვთ ჩადენილი, მოვლენ და საგამოძიებო კომისიის კითხვებს უბრალოდ პასუხს გასცემენ. მაგრამ, აბა, ნახეთ ვინ ნერვიულობენ – ზუსტად ის ადამიანები, რომელთაც იციან, რომ მათი დანაშაულები დოკუმენტურად არის დამტკიცებული.
თუ არ მოვლენ საგამოძიებო კომისიაზე, მოუწევთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე

ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან – ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო