,,საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-12 წლებში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაკავებულ პირთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა, იყო სისტემატური და სისტემური” – წულუკიანი
საშემოდგომო სესიის პირველ დღეს, თეა წულუკიანმა განაცხადა:
,,კომისიამ, მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილა და შეაფასა მის ხელთ არსებული ინფორმაცია და ამ შეფასებისა და გაანალიზების შედეგად დაადგინა, რომ 2004-12 წლებში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, ნულოვანი ტოლერანტობის სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებსა და სასჯელაღსრულების სისტემაში, დაკავებულ პირთა და პატიმართა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ, წამება და არაადამიანური მოპყრობა, იყო სისტემატური და სისტემური. ეს ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშიც არის ნათქვამი. დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა, ატარებდა საყოველთაო ხასიათს და იყო პოლიტიკური თანამდებობის პირების, პირველ რიგში კი, მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი ქმედება. ეს დანაშაულები იყო არა ერთეულ პირთა გადაცდომა, არამედ, კარგად ორგანიზებული და თანამონაწილეობაზე დაფუძნებული ტერორი, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა რანგის მაღალი თანამდებობის პირები, რაც მათ ძალადობრივ რეჟიმად აქცევდა. თითოეული მონაწილის, თითოეული ორგანიზატორის გვარი, სახელი არის აღწერილი ჩვენს დასკვნაში”
