საგამოძიებო: თანხის სანაცვლოდ პატიმრის ვადაზე ადრე გამოშვებას შეჰპირდა, დავაკავეთ ერთი პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.
“გამოძიებით დადგინდა, რომ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს, დაარწმუნა იგი რომ თითქოს მუშაობდა ვადამდე ადრე გათავისუფლების ე.წ “უდო”-ს კომისიაში და შეეძლო კონკრეტული მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა მოქალაქეს გამოართვა 2 700 დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4- დან 7 წლამდე ვადით”. – წერია საგამოძიებოს განცხადებაში.