საგამოძიებო ბიურო შესწავლის უკრაინელი სარდლის საქმეს, რომელსაც ათასობით ჯარისკაცის დაკარგვაში ადანაშაულებენ

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო შეისწავლის გენერალ იური სობოლის ქმედებებს იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც ხარკოვის რეგიონში ს ჯარების მიერ უკრაინის არმიის პოზიციების გარღვევის გამო აღიძრა.
როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, საქმეს დაემატა უკრაინის ეროვნული გვარდიის ბრიგადის „აზოვის“ შტაბის უფროსის ბოგდან კროტევიჩის მიმართვა, რომელმაც გამოძიების სახელმწიფო ბიუროს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების სარდლის მოქმედებების გამოძიების მოთხოვნით მიმართა. სამხედრო პირი გენერალი იური სოდოლს ტერიტორიების და ათასობით ჯარისკაცის დაკარგვაში ადანაშაულებს.
“მივწერე წერილი გამოძიების სახელმწიფო ბიუროს, რომელშიც მოვითხოვ გამოძიებას არმიის გენერალზე, რომელმაც, ჩემი აზრით, უფრო მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დახოცა, ვიდრე რომელიმე რუსმა. ყველა სამხედროს ესმის, თუ რომელ პიროვნებაზე ვსაუბრობ, რადგან სამხედროების 99 პროცენტს სძულს ის იმისთვის, რასაც აკეთებს“, – წერს ტელეგრამის არხში კროტევიჩი, რომელიც “აზოვსტალის” ალყის შემდეგ რუსების ტყვეობაში აღმოჩნდა და სამშობლოში თურქეთის პრეზიდენტის დახმარებით ჩამოვიდა.
მანამდე, ანალოგიური ბრალდება გენერლის მისამართით უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, „ვერხოვნა რადის“ დეპუტატმა მარიანა ბეზუჰლამაც გაახმოვანა. სიტყვიერ ბრალდებას “ვერხოვნა რადის” თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დეპუტატმა ქალმა მოაყოლა ასევე ფოტოებიც, რომელზეც, მისი მტკიცებით, გენერალი იური სოდოლი ოდესაში ქეიფობდა იმ დროს, როდესაც რუსეთის არმია დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკს უტევდა.
გენერალ სოდოლის გარშემო ატეხილი სკანდალის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა მ 24 ივნისს თანამდებობიდან დანიშნა გაერთიანებული ძალების სარდალი და მის ნაცვლად ბრიგადის გენერალი ანდრეი გნატოვი დანიშნა.
ზელენსკის მიერ ტელეგრამის არხით გავცრელებულ ცნობაში არაფერია ნათქვამია გენერალ იური სოდოლის გათავისუფლების შესახებ, რომელიც ამ პოსტზე თავად ზელენსკი მიერ 5 თვის წინ იყო დანიშნული.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მილოცვისთვის, თითოეული გზავნილი ძალიან ყურადსაღებია და ვიმოქმედებთ შესაბამისად

ირაკლი კობახიძე – არც ერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია – პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს შეიკრიბება