“საბჭოელებმა ყველა მავნებლობასთან ერთად შობაც მოიტაცეს” – გიორგი კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
საბჭოელებმა ყველა მავნებლობასთან ერთად შობაც მოიტაცეს. ნაცვლად ქართული და საერთაშორისო ტრადიციებით არსებული “საშობაო ზეიმის”, “საშობაო არდადეგებისა” და “საშობაო მორთულობისა” ყველაფერს “საახალწლო” დაარქვეს. რამდენჯერ გამღიმებია ფილმის ყურებისას თუ პერსონათშორისი თარგმანებიდან თუ როგორ გაუმწესებიათ საშობაო ღონისძიებები საახალწლოდ. არადა რამდენ ძველ ქართულ ნაწარმოებშია შემორჩენილი ამბები საშობაო სამზადისისა საქართველოში, რომელიც, ტრადიციულად, 1920-ნი წლების ბოლომდე, 25 დეკემბერს დგებოდა ხოლმე.

ასევე დაგაინტერესებთ