თბილისის მეტროსადგურის საბურთალოს ხაზი ტექნიკური პრობლემების გამო მთლიანად შეჩერებულია.
როგორც ნეტგაზეთს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ყველა მატარებელი სადგურზეა, გარდა ერთისა, რომელიც ტექნიკური ხარვეზის დროს გვირაბში აღმოჩნდა. წერეთლის სადგურთან ახლოს მდებარე მატარებლიდან მგზავრები ამ დროისთვის გვირაბით გამოჰყავთ.
როგორც ნეტგაზეთს მგზავრებმა უთხრეს, დაახლოებით 25 წუთი ელოდნენ, სანამ ფეხით ვაგონის დატოვებას მოახერხებდნენ. სხვა ვაგონებიდან მგზავრები ამ დროისთვისაც გამოჰყავთ.
ტექნიკური შეფერხების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე არაა ცნობილი როდის აღდგება საბურთალოს ხაზზე მოძრაობა.