კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ Ukrfootball.ua-სთან ინტერვიუში „ჩელსის“ გარემარბის მიხაილო მუდრიკის შესახებ ისაუბრა, რომელიც დოპინგზე ჩავარდა და 2028 წლამდე დისკვალიფიცირებულია:
“პირველ რიგში იმათ ვაკრიტიკებ, ვინც ის პრობლემებთან მარტო დატოვა. ახალგაზრდაა, რძე არ შეშრობია პირზე და მილიონერი გახდა… ვინმე უნდა მიეჩინათ – მამა, დედა, ძმა, და ან ვიღაც ძიძის მაგვარი, რათა ყურადღება მიექცია. იქამდეც ნათელი იყო, რომ მხოლოდ ფეხბურთზე არ ფიქრობდა.
არ მიყვარს, როდესაც ფეხბურთელები სახეზე, ყელზე, ხელებზე და კიდევ „ჯანადაბაზე“ ტატუებს იხატავენ. ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ ეს საჭირო არაა! დიდი ფეხბურთი ამით არ იწყება. ამ სისულელეების თავიდან ამოგდებაა საჭირო. დიდი ფეხბურთი ტატუებით კი არა, რეჟიმით იწყება.
შეხედეთ ჩვენს ნიჭიერ მოთამაშეებს, შაპარენკოს, ბრაჟკოს. სად არიან ახლა? ბრაჟკოს ყველა მონაცემი ჰქონდა, მხოლოდ პროგრესირება უნდა გაეგრძელებინა, ის კი ვიღაც გოგონაზე დაქორწინდა და დაიკარგა. ფეხბურთს თავი დაანება და მორჩა… შაპარენკოც დაიკარგა. მანაც ცოლი მოიყვანა“.
· პატრიოტი ხვიჩა სამაგალითო ადამიანია, ჭკვიანი, მოზომილი კომენტარებით, ლამაზი, წესიერი ქართული ოჯახი შექმნნა, თავში არ აუვარდა, რუსეთსიც იცხოვრა, მაგრამ რა გადაყვა რუს ნაშებს, ბაზაზე ცხოვრობდა და ვარჯიშობდა, ინედია არ ჩაერთვება სხვებივით სამშენებლო კომპანიის რკლამირებაში და მადლობების თქმაში, მადლობა მას ეკუთვნის,რომ გვახარებს თავისი თამაშით, თავისი წესიერებით და მოზომილი ქცევით
· ??? სპორცმენმა მილიონი შეიძლება გამოიმუშავოს რამის რეკლამირებით,ლიგის და სხვა პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის მოგებით მაგრამ არა ერთი კვირი ან თუნდაც ერთი თვის ხელფასით.
· დავით 67 -ს! ეჰ.კი მასეა და კარგიცაა მაგრამ სადღაა ეგ რელიგიური ცხოვრება და იმ 10 ცნების დაცვა საქართველოში? დასავლური ცხოვრების წესი ნამდვილად სხვადასხვანაირია. ისეთიც არის და ასეთიც. შენც კარგი მაგალითი მოიყვანე მისვლა მოსვლაზე, მაგრამ თუ ოჯახი დაინგრეოდა, მტრისას,მიდიოდა წყევლა კრულვა, ვინც მე დამაქცია, ვინც ეგ გაგაცნო და ა.შ.))კარგია რომ ეს ხვიჩას არ ემუქრება. აქ ბევრი წერს, ეროვნება უშლის ხელსო ბევრს, გარკვეულწილად მართალიცაა, მაგრამ არა იმიტომ რომ ქართველი სხვას სჯობია, უბრალოდ მენტალურად უფრო გაუგებენ ერთმანეთს. ასე რომ ქართველმა ქართველი, ფრანგმა ფრანგი, იაპონელმა იაპონელი და ა.შ
· . დედა ნახე,მამა ნახე,შვილი ისე გამონახეო!ადრე,ბიჭს გოგო რომ მოეწონებოდა,საკითხავად მიდიოდნენ,ვინ იყო,რა ოჯახის შვილი,ვინც ამათთვის სანდო იყო,ისინი აწვდიდნენ საპატარძლოს ოჯახის,მათი ჯიშის კარგი და ცუდი თვისებების შესახებ.დაოჯახება ყოველთვის რისკია,თანაც ორივე მხრისათვის და ინფორმაციის მოძიება,ამ რისკის შემცირებას ემსახურებოდა.დღეს ბიჭები,გოგოების შერჩევას,ფეხების სიგრძიდან და მკერდის ზომიდან იწყებენ,მათი ოჯახი რითი სუნთქავსო,არც ინტერესდებიან და რა თქმა უნდა შეცდომებიც გაცილებით მეტი აქვთ.გოგოებიც ბიჭების ქონებაზე და შანსიანობაზე ფიქრობენ და ესეც ართულებს საქმეს.დასავლური ცხოვრების წესი,ნამდვილად არ უწყობს ხელს,ოჯახების სიმტკიცეს.ოჯახის სიმტკიცის საფუძველი,რელიგიური რწმენაა.ვინც ეკლესიურია,ის გარე გარე თვალების ცეცებას არ იწყებს და ოჯახიც პიროვნების მტკიცე საყრდენი ხდება.ძლიერი მამაკაცის უკან,ძლიერი,ჭკვიანი ქალი დგას.ზნეობა,10 მცნებით ცხოვრება და ასევე მცხოვრები ცხოვრების თანამგზავრის შერჩევა,ოჯახის სიმტკიცის ძალიან მაღალ კოეფიციენტს იძლევა.მოწესრიგებული ცხოვრება კი,სპორტულ წარმატებებში ეხმარება.
· გაგიკ ბოლო მუდრიკის შესახებ თუ ისაუბრა, დოვბიკი რა შუაშია?!
· დავით 67 ეგ შენი შედარება, დაახლოებით იმას კაცი 2 პაჩკა სიგარეტს რომ ეწევა და რომ ეუბნებიან გაანებე თავიო და ის პასუხობს, აგერ ჩემ ნაცნობს არც დაულევია და არც მოუწევია და მოულოდნელად გარდაიცვალაო. არადა კი სიგარეტი კლავს! ეს დამტკიცებული.კი ბატონო მადლობა ღმერთს ხვიჩას გაუმართლა, როგორც ცოლში ისევე კარიერაში, მაგრამ რამდენს არ გაუმართლა 80%-20% მაინც იქნება. სხვათა შორის ნოდარ ახალკაციც წინააღმდეგი დაოჯახების, მერე ძოძუაშვილმაც ესე ისწავლა ბ-ნი ნოდარისგან, ეხლა თვითონ უშლიდა. ეს ისეთი მომენტია ვერც უარს ეუბნები ფეხბურთელს და ვერც კის, რადგან თუ პროფესიონალი მწვრთნელი ხარ იცი ეს რასაც ნიშნავს. ცოლის მოყვანა კი არა ჭამის რეჟიმი რომ დაარღვიო იმაზე ცოფდება ზოგი.
· . ხედამთ ხალხო?!ცოლი არ უნდა მაიყვანოსო!ხვიჩასაც ეგრე აგინებდნენ,ცოლი ღუპავსო და კი შევარდა ოქროს ბურთის ნომინანტებში.ეხლა თითონაც ხო მაგარია და მაგისი ბალღი,დამიანე,ჯერ რო ძლივს დაბაჯბაჯებს,უკვე ორივე ფეხით ერთნაირად აგორავებს ბურთსა და მამაზე უკეთესიც გამოვიდეს,ვინძლო. ბიჯო,ოჯახს რომ მოეკიდები და პასუხისმგებლობა გაქვს,მაშინ უფრო მოწესრიგებული ხარ,თუ ყოველ საღამოს ბარებში რომ დარბიხარ და ფულიან ლაწირაკს,მონადირე გოგოების გუნდი კისერზე გეკიდება?აგერ,ვინისიუსი თუ იამალი,გამოიჭირეს ვიღაცებმა და აშკარად მოუკლეს,თამაშს.ორივე უნიჭიერესია და თავი ხელში თუ აიყვანეს,კიდევ ძალიან მოუმატებენ,მაგრამ დღეს კრიზისი,სწორედ გოგოების დევნის გამო აქვთ.ოჯახი სახელმწიფოს საყრდენია და ფეხბურთელს რატომ დაანგრევს?ერთი ეგ არის,რომ ოჯახი,მართლაც ოჯახი უნდა იყოს და ფულზე დამიზნებულს არ გადაეყარო.
მტრობაც ასეთი უნდა – ფრანგულმა კლუბმა პსჟ-ის საწინააღმდეგოდ “ფლამენგოსთან” მატჩამდე ასეთ რამ გააკეთა
გულიაშვილი ზამთარში სავარაუდოდ, “სარაევოდან” წავა – ევროტურნირებზე მოთამაშე გუნდი, ან კარიერის შვედეთში გაგრძელება
[VIDEO] “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბორნმუთი” რვაგოლიან მატჩში დაზავდნენ
“მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა” – დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
საბო: შევალიე არავითარი მეკარე არ არის – ზაბარნი და საფონოვი ერთად როგორ იქნებიან
იოჟეფ საბო: მინდა ვცდებოდე, მაგრამ საქართველოსთან დავმარცხდებით
საბო: მუდრიკის ტრანსფერი თაღლოთობა იყო – სუდაკოვი? “შახტარისგან” 100 მილიონად არავის აღარ იყიდიან
მუდრიკი ძალებს ახალ სპორტში ცდის და უკრაინას ოლიმპიადაზე წარადგენს? – ფეხბურთელს ახალი გეგმა აქვს
მის სკანდალებს ბოლო არ უჩანს – მუდრიკს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის შესრულება დაეკისრა
საბო: მუდრიკმა უკრაინელ ფეხბურთელებს ანტირეკლამა გაუკეთა
ფეხბურთის თამაში აუკრძალეს და ახლა მნიშვნელოვანი თანხის გადახდაც მოუწევს – მუდრიკის თავს კვლავ ცუდი ამბებია
“ოხ რა ძნელი იქნება საქართველოს ნაკრების დამარცხება” – უკრაინის ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელი
BBC: მუდრიკმა აკრძალული ნივთიერება უკრაინის ნაკრებში ყოფნისას მიიღო
მამის ნაკვალევზე – ისაგო სილვამ “ჩელსისთან” კონტრაქტი გააფორმა
“ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი …” – ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
“ჩელსიმ” მუდრიკი პრემიერლიგის განაცხადში არ შეიყვანა და ნომერიც წაართვა
სრულ მზადყოფნაშია – 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს “ჩელსის” ძირითადში ელიან
“ჩელსის” მეკარე: კუკურელიამ იამალი ჯიბეში ჩაისვა
[VIDEO] “ბარსელონამ” კუნდეს დუბლით “აინტრახტს” მოუგო – “ატალანტამ” “ჩელსის” სძლია
საბო: ყოჩაღ – ქართველებს ჩვენზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ




