საბო: დეკლარაციაზე ხელის მოწერა გამოიყურება ისე, რომ ვიღაცებს აჩვენონ, ერთად ვართო

ქართულ პოლიტიკაში, ჩვენდა სამწუხაროდ, წითელ ხაზებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე, ისინი გაიდღაბნება, თუკი საქმემ მოითხოვა. ამისთვის კი, მათ ჩაატარეს კვლევა და თუ ნახავენ, რომ ერთად მეტ შედეგს დებენ, მაშინ გაერთიანდებიან, ან თუ ნახავენ რომ ამ შედეგს ვერ დებენ და სავარაუდოდ, ასეც არის, მაშინ ვიხილავთ ორ, ან სამ დაჯგუფებას.
მაგალითად, ახალი და ლელო შეიძლება, ერთად იყვნენ, მათთან ერთად ასევე შესაძლოა იყოს ევროპული საქართველოც. ჩემთვის ამ დეკლარაციაზე ხელის მოწერა გამოიყურება ისე, რომ ვიღაცებს აჩვენონ ერთად ვართო.