საბოლოო ჯამში, ევროკავშირს მოუწევს ურთიერთობა „ქართული ოცნების“ მთავრობასთან – რიკარდ იოზვიაკი

საბოლოო ჯამში, ევროკავშირს მოუწევს ურთიერთობა „ქართული ოცნების“ მთავრობასთან. ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, რომლებსაც ვესაუბრე, ნამდვილად არის განცდა, რომ ის ერთადერთი მოთამაშეა, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სტატიაში წერს.
როგორც იოზვიაკი აღნიშნავს, ევროკავშირს დიდი არჩევანი ნამდვილად არ აქვს.
„საქართველოში საპარლამენტო დან სამ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, რომელიც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 54 პროცენტით მოიგო, მაგრამ რომელმაც ასევე გამოიწვია ოპოზიციის პროტესტი და პარლამენტის ბოიკოტი, ევროკავშირი ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, როგორ უპასუხოს.
ზოგადად რომ ვისაუბროთ, ეს სამი რამით არის განპირობებული: წინსვლის ვარიანტების სიმცირე, ევროკავშირის შიგნით არსებული განხეთქილება და სიცხადის ნაკლებობა იმის შესახებ, რა მოხდა რეალურად არჩევნების დღეს და საპარლამენტო არჩევნების წინ.
საბოლოო ჯამში, ევროკავშირს მოუწევს ურთიერთობა „ქართული ოცნების“ მთავრობასთან. ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, რომლებსაც მე ვესაუბრე, ნამდვილად არის განცდა, რომ ისინი ერთადერთი მოთამაშეები არიან. ამიტომ ევროკავშირს დიდი არჩევანი ნამდვილად არ აქვს“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.