საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით 7 ქართველი დააკავეს – მათგან ერთი ინტერპოლით ძებნილია

საბერძნეთის პოლიციამ, ქურდობის ბრალდებით, 7 ქართველი დააკავა, მათ შორის, ერთი ინტერპოლით ძებნილია, – ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულები ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინის ქურდობისთვის აიყვანეს. თუმცა, ეს ერთადერთი საქმე არ არის, რომელშიც ქართველები ფიგურირებენ.
ასევე მედიის ცნობით, კრიმინალურმა დაჯგუფებამ 35-ჯერ გაძარცვა სახლები და საწყობები, მათ შორის – პროკურორის სახლიც. წაღებულია, სულ მცირე, 200 ათასი ევრო.
ბერძნული მედიის ცნობით, 7 დაკავებულს შორის ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი იყო, რომელსაც, ბოლო 7 წლის განმავლობაში, კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ინტერპოლი) ეძებდა. მათივე ცნობით, დაჯგუფებამ საქმიანობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

“რეალური რუსეთი”საქართველოს მიწა-წყალზე ამ ტიპმა და მისმა “ბეჭდების მბრძანებელმა” შემოიყვანეს, მანამდე კი, დამატებითი ტერიტორია უსაჩუქრეს გაუქმებული “სამხრეთ ოსეთის” აღდგენის ხარჯზე – დეზინფორმაციაზე, ცილისწამებაზე აგებინებდა კაცი ამ იმბეცილებს პასუხს

თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია ერთად მიიღებს მონაწილეობას თუ ცალ-ცალკე, ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის – თუ მონაწილეობას არ მიიღებენ, შემოდგომის შემდეგ პულსიც აღარ გაეზომებათ და პოლიტიკური ველიდან გაქრებიან