“საბერძნეთში სამუშაოდ აღარასდროს დავბრუნდები… არ მომეცა შანსი, რომელიც დავიმსახურე” – თემურ ქეცბაია

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თემურ ქეცბაია შოტლანდიური “მოზერველის” ჩაბარებას უახლოვდება.
ქართველმა სპეციალისტმა კვიპროსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მომავლის შესახებ ყველაფერს მალე გავიგებთ.
“ჭორები “მოზერველთან” დაკავშირებით? ყველაფერს მალე გავიგებთ. ამის შესახებ ინფორმაციას მეც ველოდები.
მას შემდეგ, რაც კვიპროსის ნაკრები დავტოვე, შემოთავაზებები საქართველოდან და საბერძნეთიდან მივიღე, თუმცა ორივე წინადადებაზე უარი ვთქვი. საბერძნეთში სამუშაოდ აღარასდროს დავბრუნდები.
ვფიქრობ, კვიპროსში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ტოპ ჩემპიონატიდან შანსს ვიმსახურებდი, მაგრამ ვერ მივიღე… ალბათ ამის მიზეზი ისაა, რომ კვიპროსულ ფეხბურთს დიდ ყურადღებას არ აქცევენ”,
– განაცხადა ქეცბაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში