“საბერძნეთთან მატჩის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამარჯვება მოგვილოცა” – ლევან კობიაშვილი

“საბერძნეთთან მატჩის შემდეგ იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამარჯვება მოგვილოცა” – ლევან კობიაშვილი
საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამარჯვება მოგვილოცა და მადლობა გადაგვიხადა ამ უდიდესი წარმატებისთვის – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა.
“რამდენიმე მედიასაშუალებამ მომეტებული ინტერესი გამოხატა იმის შესახებ, მიიღო თუ არა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ მილოცვა ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან.
მინდა ვუთხრა ამ თემით დაინტერესებულ მედიას, რომ საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამარჯვება მოგვილოცა და მადლობა გადაგვიხადა ამ უდიდესი წარმატებისთვის. ბიძინა ივანიშვილი ათეულობით წლების განმავლობაში ახორციელებდა ქველმოქმედებას ისე, რომ მისი სახელი და გვარიც კი არავინ იცოდა და რა გასაკვირია, რომ გულითადი მილოცვა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ყოველგვარი აფიშირების გარეშე მიიღო”. – აცხადებს ლევან კობიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გუშინწინდელმა შეხვედრამ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ უკრაინა, სამწუხაროდ, მართლაც პაიკად გამოიყენეს ვიღაცებმა და საქართველომ ამის საშუალება არავის მისცა – საქართველო დავალებებს აღარ იღებს

მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა