საბერძნეთთან თამაში ნერვების ომი იყო, მაგრამ ძნელად მახსენდება ასეთი თანმიმდევრული პროფესიული თვალსაზრისით გამართული თამაში

საბერძნეთთან თამაში ნერვების ომი იყო, მაგრამ ძნელად მახსენდება ასეთი თანმიმდევრული პროფესიული თვალსაზრისით გამართული თამაში
საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პროფესიონალიზმზე, ფეხბურთელების მომზადებასა და გულშემატკივრის თავდადებაზე „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, წარსულში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მწვრთნელის გონივრული მოქმედების, ფეხბურთელების მომზადების, გამართული ტაქტიკის და შეკრული გუნდის წყალობით, საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებას მიაღწია.
ყაველაშვილი დარწმუნებულია, რომ 26 მარტი არ დარჩება საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როგორც კიდევ ერთი საფეხბურთო დღესასწაული 13 მაისის მსგავსად და წინ ქართულ ფეხბურთს კიდევ ბევრი წარმატება ელოდება, რისი დიდი პოტენციალიც, ყაველაშვილის თქმით, ქართულ ფეხბურთს გააჩნია.
„მთავარ მწვრთნელზე მინდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ვილი სანიოლი დიდი გამოცდილებისა და უამრავი ტიტულის მფლობელი ფეხბურთელია, როგორც მწვრთნელი, ის ახალგაზრდად ითვლება, რადგან დიდი სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს. მაგრამ დასამახსოვრებელი იყო მისი განცხადება, როცა მან ლუქსემბურგის ნაკრების დამარცხების შემდეგ მოუწოდა ფეხბურთელებს, არ ჩავარდნილიყვნენ ეიფორიაში და გადართულიყვნენ მომდევნო თამაშისთვის მზადებაზე. ეს მოწოდებაც მომდინარეობდა მისი, როგორც ფეხბურთელის გამოცდილებიდან, ვინაიდან მას არაერთი ტურნირი აქვს მოგებული.
საბერძნეთთან თამაში ნერვების ომი იყო, მაგრამ ძნელად მახსენდება ასეთი თანმიმდევრული, პროფესიული თვალსაზრისით გამართული თამაში.
მთელი მატჩი გარდამავალი უპირატესობით იმართებოდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრ გუნდს გაუჭირდებოდა საბერძნეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა, იმდენად დახვეწილი და რთული გუნდია.
მათ ტაქტიკურად შესწავლილი ჰქონდათ ჩვენი ემოცია. იცოდნენ, რომ ინდივიდუალურად ძლიერები ვართ და ცდილობდნენ როგორმე ჩაეხშოთ ემოცია ნელი ტემპით, ფრთხილი თამაშით. ისინი არ რისკავდნენ და ცდილობდნენ ტემპის დაგდებას, ხედავდნენ რა, მაყურებლის თანადგომას და განცდას.
მაგრამ, მინდა ხაზი გავუსვა სანიოლის გონივრულ მოქმედებას და ბიჭების მომზადებას – ჩვენ არ ავყევით ამ ემოციას და გამართული ტაქტიკით და შეკრული გუნდით, განსაკუთრებით უკანა პლანზე თამაშით, მივიყვანეთ მატჩი მაყურებელთან ერთად გამარჯვებამდე.
სწორედ შესწავლილი ტაქტიკით, იმით, რომ ყველამ იცოდა თავისი ფუნქცია, მივედით შედეგამდე.
ის, რაც გუშინ მოხდა, არ უნდა იქცეს გამარჯვების ერთ დღედ, ისე, როგორც 13 მაისი დაგვრჩა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო ზღვაში წვეთი და დასაწყისი მომავალი გამარჯვებების, რადგან ქართულ ფეხბურთს დიდ ტურნირებში მონაწილეობის დიდი შესაძლებლობები და პოტენციალი აქვს,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს ევროკავშირის გარკვეული ლიდერების კრიტიკის საგანი გახდა, რომ თურმე ჩვენ უნდა დაველოდოთ ეუთო/ოდირის დასკვნას – ოღონდ ეს ის ეუთო/ოდირია, რომლის რეალური დასკვნა საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე აღმოჩნდა, რომ საინტერესო არ ყოფილა თურმე და არ აქვს მნიშვნელობა ეუთომ რა თქვა

ორმაგ სტანდარტებზე კი არა, საკუთარ თავზე რომ ირგებენ ყველაფერს, მაგაზეა საუბარი – კანონპროექტების ეტაპზე დაელოდეთ სანამ ეუთო/ოდირი დასკვნებს მოგცემთო, როცა თვითონ არ აწყობთ, ეუთო/ოდირი არაფერს ნიშნავს

ევროკრატებისა და მათი ნაცმარიონეტების მრავალსტანდარტიანობა – არჩევნებზე ეუთო/ოდირის ობიექტური დასკვნა არ აინტერესებთ, ხოლო კანონმდებლობაზე თურმე ეუთო/ოდირს უნდა დაეკითხოს ხელისუფლება

რომ გვეუბნებიან, ეუთო/ოდირის მოსაზრებები გაითვალისწინეთ სანამ კანონებს მიიღებთო, რომელ ეუთო/ოდირზე გვეუბნებიან, რომლის დასკვნები არჩევნების შესახებ არაფრად ჩააგდეს? – უნდა შევახსენოთ, რომ მათ საქმე აქვთ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლებასთან