სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე, რომელსაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული, ციხიდან წერილს ავრცელებს და დაკავების დეტალებზე წერს.
ის პოლიციის სამმართველოს შენობაში მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებს აღწერს და აცხადებს, რომ თბილისის მთავარ სამმართველოში ნიღბიანებმა რამდენჯერმე სცემეს.
საბა სხვიტარიძე პოლიციამ 5 დეკემბერს დააკავა. მას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ედავებიან.
წერილი სრულად:
“ახლა, პირველად მეძლევა შესაძლებლობა, მოვყვე თუ როგორ დამიჭირეს. მთელი ღამის განმავლობაში როგორ მექცეოდნენ დიღმის მთავარ სამმართველოში.