საბა ლობჟანიძის მორიგი გოლი MLS-ში – “ატლანტა იუნაიტედი” “მინესოტასთან” დამარცხდა [VIDEO]

MLS-ის მორიგ ტურში “ატლანტა იუნაიტედი” შინ “მინესოტასთან 1:2 დამარცხდა.
მატჩის მე-80 წუთზე საბა ლობჟანიძემ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა, თუმცა დარჩენილ დროში “ატლანტამ” ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოასწრო.
ლობჟანიძის გუნდი 10 ტურის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს. საბამ მიმდინარე სეზონში 2 გოლის გატანა და ერთი საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

ასევე დაგაინტერესებთ