საბა გოგლიჩიძე „უდინეზეში“ ოფიციალურად წარადგინეს

„უდინეზეს“ სტადიონზე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც გუნდის გენერალურმა მენეჯერმა ფრანკო კოლავინომ, სპორტულმა დირექტორმა გოჰან ინლერმა და ტექნიკურმა დირექტორმა ჯან ლუკა ნანიმ, გუნდის ახალწვეულები, საბა გოგლიჩიძე და იაკუბ პიოტროვსკი წარადგინეს.
ფრანკო კოლავინო: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ჩვენ მივესალმებით ორ მოთამაშეს, რომლებმაც „კარარეზესთან“ მატჩში მოირგეს „უდინეზეს“ მაისური. ორივეს უკვე მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. საბა გოგლიჩიძემ სრული სეზონი ითამაშა სერია A-ში, ის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია და არის მცველი, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი. მჯერა, მას შეუძლია ჩვენი გუნდი გააძლიეროს“.
ჯან ლუკა ნანი: „საბა შესანიშნავი მოთამაშეა – ახალგაზრდა, გამორჩეული თვისებებით, რომლის მიმართაც გულწრფელი და თბილი დამოკიდებულება გვაქვს“.
გოჰან ინლერი: „ამ ფეხბურთელებთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და შემიძლია ვთქვა, რომ მათ კლუბისთვის საუკეთესოს გაკეთება სურთ. აქვთ გამოცდილება და განვითარების უზარმაზარი სურვილი. ჩვენს ახალწვეულებს შესანიშნავ სეზონს ვუსურვებ“.

ასევე დაგაინტერესებთ