საბა ბუაძე ყიფიანის პოლიტიკაში მოსვლაზე: ხალხმა უნდა დაინახოს ალტერნატივა (ვიდეო)

მივესალმები ყველა ახალი ადამიანის პოლიტიკურ პროცესში გააქტიურებას, მათ შორის პარტიულ პოლიტიკურ პროცესში, რადგან საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ საზოგადოებამ დაინახოს პოლიტიკური ალტერნატივა, – ასე უპასუხა საბა ბუაძემ ყიფიანის პოლტიკაში შესაძლო მოსვლაზე დასმულ კითხვას.

მისი თქმით,  “ყველამ ერთად ან ცალ-ცალკე უნდა მოახერხოს საზოგადოებას აჩვენოს, როგორი უნდა იყოს პოლიტიკური ცხოვრება, “ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ.“

“სრულფასოვანი ალტერნატივის ჩამოყალიბების გარეშე ეს პროცესი ვერ მოხდება“, – თქვა ბუაძემ “ტვ პირველის“ ეთერში.

ეს პოლიტიკური ალტერნატივა ჩვენ ან ერთად, ან ცალ-ცალკე უნდა მოვახერხოთ, რომ შევქმნათ და შევქმნათ პოლიტიკური ლოგიკა, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, როგორი უნდა იყოს პოლიტიკური ცხოვრება, “ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ. სრულფასოვანი ალტერნატივის ჩამოყალიბების გარეშე ეს პროცესი ვერ მოხდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც სრულიად ახალი დაიბადება და ის, რაც არის, გაქრება, მაგრამ არსებული პოლიტიკური პარტიებიც უნდა მოვიდნენ ფორმაში. ვფიქრობ, ბოლო თვეებმა ამ ყველაფრის გააზრების შესაძლებლობა უნდა მისცეს ყველას, მაგრამ მე ჩემ თავზე გიპასუხებთ: ჩემი პასუხი არის, პოლიტიკურ პროცესში დარჩენა და აქტიურობა, – განაცხადა ბუაძემ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა საბა ბუაძე ვიქტორ ყიფიანთან, ან სთან გაერთიანებას, პოლიტიკოსი პირდაპირ არ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ ის “ცოტნესთან მეგობრობს, საკრებულოშიც ერთად მუშაობდნენ და არ უკვირს, რომ ბევრ საკითხს ერთანირად უყურებენ.“

საბა ბუაძის თქმით, “ახლა ყველა პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაა ადამიანებს რწმენა არ მოუკლან, მიუხედავად, “ქართული ოცნების“ ყველანაირი მცდელობისა, რომ პოლიტიკური ჩარჩოდან გაიყვანონ პროცესი.“

საზოგადოებაში პროტესტი ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ მზარდია. ვფიქრობ, პოლიტიკური პროცესი და კრიზისი არ აძლევს ივანიშვილის ხელისუფლებას იმაზე ფიქრის შესაძლებლობას, რომ “მოდი, ახლა მე ჩავნიშნავ ხელახალ არჩევნებს და საბოლოოდ რამეს ვიზამ“, – ამბობს ის.

ჟურნალისტის კითხვაზე – კარგი პერიოდია თუ არა, რომ ახლა შექმნას ახალი პოლიტიკური პარტია, საბა ბუაძე შემდეგნაირად პასუხობს:

კარგზე და ცუდზე არ არის, ეს არის ჩვენი პასუხი იმ ყველაფერზე, ნასროლ ხელთათმანზე, რომელსაც ჩვენ “ქართული ოცნება“ გვიგდებს, რადგან ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა მოხდეს რაღაცის აკრძალვა, პოლიტიკური ცხოვრების კიდევ უფრო შეზღუდვა, იქამდე, ვიდრე ქვეყანაში არის განსხვავებული აზრის გაჟღერების შესაძლებლობა, ტელევიზიების სახით, არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ბრძოლის ველს არ ტოვებენ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ პოლიტიკის ამ მკვლელობის მცდელობას ვუპასუხოთ კიდევ უფრო მეტი პოლიტიზებით, უკეთესი ალტერნატივის მშენებლობის მცდელობით და მე თანამოაზრეებთან ერთად ამ პროცესში ვარ და თანამოაზრეები კიდევ უფრო გამოჩნდებიან, – ამბობს ის.

ცნობისთვის, “ჯეოქეისის” დამფუძნებელი და ს ყოფილი ადვოკატი პრაქტიკულად ამბობს, რომ ემზადება პოლიტიკაში წასასვლელად. ვიქტორ ყიფიანი ჯერ პარტიას არ ქმნის, თუმცა “TVპირველთან” საუბარში ადასტურებს, რომ ამ უკანასკნელის შესახებ ბევრს ფიქრობს და თანამოაზრეებსაც ესაუბრება.