საბა ბრაჭველი: ოცნების წარმომადგენლებმა ხმა არ მისცეს პორტოს დეკლარაციას, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებდა სირიას. ეს გააკეთეს პარტიული ინტერესით

იურისტი საბა ბრაჭველი:
კიდევ ერთხელ ვიტყვი (რადგან იმსახურებს ეს ამბავი გამეორებას): გუშინწინ ოცნების წარმომადგენლებმა ხმა არ მისცეს პორტოს დეკლარაციას, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებდა სირიას. ეს გააკეთეს პარტიული ინტერესით – რაკი იგივე დეკლარაცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებასაც ითხოვდა.
რა დროს ნამახვანი ან ყაველაშვილია, მეგობრებო. ისედაც ვიცით, რომ სანამ სინდისის ერთი პატიმარიც კი ციხეში რჩება, არც ერთი პოლიტიკოსი გამოსვლაზე ვაჭრობას არ დაიწყებს. კონცენტრირდით იმაზე, რაზეც ოცნებამ უარი თქვა – ხელახლა მიმართეთ სირიას და აღიარების გაწვევაზე იმუშავეთ. ეს (და არა ბოიკოტი ან ) გვაერთიანებს ყველას (გარდა ქოცებისა, სამწუხაროდ) და ეს არის საქვეყნო, ეროვნული საქმე.
დაამტკიცეთ, რომ დგახართ განსხვავებებზე მაღლა. რომ გეკუთვნით ძალაუფლება, რადგან სახელმწიფო ინტერესს პარტიულზე მაღლა დააყენებთ

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია