იურისტი საბა ბრაჭველი:
რუსთაველზე ჩემი და თორნიკეს ‘სამორიგეო’ ადგილები გვერდიგვერდ, – ზედ შუა გზაზე, ორღერძულა ხაზთან დაემთხვა. მალევე აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთს რუსთაველამდეც ვიცნობდით და მერე მისი ნახვა განსაკუთრებით მიხაროდა ხოლმე.
მე არ ვყოფილვარ იმ საღამოს, როცა ნაკაცარმა ბექა გოცირიძემ ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი. დანა ამოუვარდა, ბიჭებმა ის პატრულს გადასცეს და დააოქმებინეს. პატრულმა გაიყვანა თვითონ ის არაკაციც, აქედან ყველანაირი ექსცესების და შეურაცხყოფების გარეშე.
ანუ: ეს გოცირიძე ჯიბეში დანით და ხმამაღალი გინებით რუსთაველზე მივიდა, ჩხუბი თვითონ ატეხა, და პოლიციამ კი ის ადამიანები დაიჭირა, ვინც მას დანა წაართვეს, შემდეგ პატრულს გააყვანინეს, და ვინ იცის, იქ მყოფი სხვა ადამიანები რამხელა უბედურებისგან გადაარჩინეს.
Tornike აუცილებლად და მალე შევხვდებით ისევ ჩვეულ ადგილას, მინდიასთან ერთად. ბურთსაც ისევ გააგორებ. ბექა გოცირიძესაც აუცილებლად ვნახავთ თქვენთან ბოდიშების მოსახდელად ჩოქვით მოსულს. შენნაირი ადამიანები გვყავს და ამიტომ გავიმარჯვებთ, სხვანაირად არ შეიძლება.
ცნობისათვის, შსს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს ორი პირი.
დაკავებული არიან თორნიკე თოხშუა მინდია შერვაშიძე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შს ცნობით, საუბარია პირველ აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად იძალადეს 1988 წელს დაბადებულ ბ.გ.-ზე.”, – ნათვქმია შს-ს განცხადებაში.
პოლიცია აცხადებს, რომ ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.
[ნეტგაზეთი მუშაობს დამატებით ინფორმაციის მოძიებაზე].