საბა ბრაჭველი: ისინი არ არიან მონები. ისინი არიან რეჟიმის, ჩაგვრის, დანაშაულის, ცოდვის პირდაპირი ამსრულებლები

“ნაციზმის დამარცხების შემდეგ გერმანიამ, პირველ რიგში, მოსამართლეები გაასამართლა. ბრალდებულად ქცეულ მოსამართლეებს არ უშველათ მონების საყვარელმა არგუმენტმა – “კანონში ეწერა და აბა რა მექნა”. მით უფრო მათ, ვისაც აშკარად დაუსაბუთებელ, უსაფუძვლო, შეკერილ საქმეებზე გამოჰქონდათ განაჩენი და მეტიც, სპეციალურად დამთრგუნავ სასჯელებს იყენებდნენ. ეს ადამიანები შეირაცხნენ არა მონებად, არამედ დაისაჯნენ, როგორც დანაშაულის თანაამსრულებლები, ნაციზმის ინსტრუმენტები, ჯალათები, ურომლისოდაც რეჟიმი ვერ დამყარდებოდა.
როცა მათე დევიძის საქმის მოსამართლე 33 წლის ქალის, პროკურორების, ცრუ პოლიციელების, ბრძანების გამცემებისა და სხვა კრიმინალების გასამართლების დრო მოვა, არავინ გაბედოთ მათი შეცოდება. ისინი არ არიან მონები. ისინი არიან რეჟიმის, ჩაგვრის, დანაშაულის, ცოდვის პირდაპირი ამსრულებლები. ისინი იმსახურებენ ყველაფერს, რაც მათ თავს დაატყდებათ. ისინი იქნებიან კანონგარეშე. არ იქნება არც დაწერილი და არც დაუწერელი სამართალი, რომელიც მათ დაიცავს, რადგან მათ თავად, საკუთარი ნებით, გარიგების საფუძველზე და პირადი სიკეთის სანაცვლოდ, სამართლისა და ადამიანურობის ძირითადი კანონები დაარღვიეს.
დაე ცეცხლს და განადგურებას მიეცეს მათი ყოფა. დაე სამუდამო სირცხვილი სდევდეს მათ სახელებს. მხოლოდ ეს იქნება მათი ერთადერთი და ნამდვილი სამართალი,” – წერს სოციალურ ქსელში საბა ბრაჭველი, იურისტი.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე