ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოისტმა საბა ბოლქვაძემ (-50 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან ბრიტანელ მოწინააღმდეგეს სძლია.
მეოთხედფინალურ ეტაპზე ესპანელ ჩიარონი კუტიასსთან დამარცხების შემდეგ, საბამ ჯერ უკრაინელი კირილ სტეტსი დაამარცხა იპონით, შემდეგ კი, კოენ გილბერტი.
