საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის ივლისის ბოლოსათვის 61.96 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.19 მილიარდი ლარით, 1.96%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.44%-ით მეტი).
დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 10.94% შეადგინა. ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 552.94 მილიონი ლარით, ანუ 1.92%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.29% -ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 637.65 მილიონი ლარით, ანუ 1.99%-ით
გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.57%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის ივლისის ბოლოსათვის 50.33 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია არ შეცვლილა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.24 პროცენტული პუნქტით).
ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.78% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.55%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.59%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.23%, ხოლო ევროს წილმა 18.97% შეადგინა.
