საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის “ოქროს პეპელა 2023” გამარჯვებულები ცნობილია

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა 2023” დასრულდა. წლევანდელი ფესტივალი გამოჩენილ რეჟისორს – სერგო ფარაჯანოვის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
“ოქროს პეპელა 2023” ის საფესტივალო (საკონკურსო) ფილმები შეარჩია სასელექციო ჯგუფმა, ხოლო სხვა დანარჩენი ფილმები მონაწილეობდნენ პროგრამაში “დებიუტი.
ფესტივალის მთავარი პრიზი “გრანპრი – ოქროს პეპელა 2023“ ჟიურის გადაწყვეტილებით გადაეცა ფილმს „ჭყინტი გმირები“ (ასოციაცია „სინერამა“, , საქართველო).
ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა შემდეგ ნომინაციებში:
· „საუკეთესო იდეა“
მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „გაზეთები“ (ხორვატია)
· „საუკეთესო სცენარი“
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “ბოლო მატარებელი“ (სერბეთი)
· „საუკეთესო ოპერატორი“
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „დევნა“ (გერმანია)
· „საუკეთესო რეჟისორი“
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ვაშლობანა“ (ა.შ.შ.)
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „სამი სასიკვდილო გრძნობა“, ავტორები: ნიკოლოზ ზუბაშვილი, მაშო გიგილაშვილი(თბილისი, საქართველო)
· „გოგონას როლის საუკეთესო შესრულება“
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „რეალობა“ – ელენე ჯალაღონია („სკოლა გენიოსი“ , თბილისი, საქართველო)
· „საუკეთესო დოკუმენტური ფილმი“
მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ლოკოკინას თავგადასავალი“ (ხორვატია)
მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ერთი კეცის ისტორია“ (ხონი, საქართველო)
· „საუკეთესო ანიმაციური ფილმი“
მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ნიკო ნიკოლაძე – ულმობელი კაცის საქმე“ (ქალაქ ფოთის აკ.ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელი – ფოთი, საქართველო)
მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „გალერეა“ (პოლონეთი)
· „სოციალურ თემაზე შექმნილი საუკეთესო ფილმი“
მოკლემეტრაჟიანი ფილმი „კედლებს თვალები აქვთ“ (სტუდია „პიონერფილმი“, თბილისი, საქართველო)
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „მშია“ (ს #10 საჯარო სკოლა, ჩხოროწყუ, საქართველო)
· „საუკეთესო დოკუმენტური კინო – პორტრეტი“
მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ჩემი ბაბუ – მსახიობი ჯემალ მაზიაშვილი“ (სტუდია „ესტვ“ თბილისი, საქართველო)
· „პატრიოტულ თემაზე შექმნილი საუკეთესო ფილმი “
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „შინდისი“ (სოფელ ძევრის საჯარო სკოლა, თერჯოლა, საქართველო)
· „საუკეთესო პროდიუსერი“
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „საათი“ – თამარ ცამბაია (სტუდია „პიონერფილმი“, თბილისი, საქართველო)
ფესტივალში მონაწილე ყველა სხვა ფილმი დაჯილდოვდა დიპლომით.
საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა” დაარსდა 2011 წლის 1 ივნისს, თბილისის “ევროპული სკოლის” საბავშვო – სატელევიზიო სტუდიის ბაზაზე. ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია შ.პ.ს კომპანია ოქროს პეპელა, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კულტურულ – საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ორგანიზება.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილე დავით გოგილაშვილი: ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, რომ წაერთმიათ

„არსის“ დირექტორი: ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია – ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება