,,საბავშვო ბაღში ეს ანონიმური ყუთი დაგვხვდა… დაწერ ,,დანოსს” მოათავსებ ამ ყუთში და ყველა პრობლემა “მოგვარდება”

მშობელი თამთა ჯანაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყენბს და წერს:
,,ჩემი შვილების საბავშვო ბაღში დღეს, საუკეთესო საბჭოთა ტრადიციების გათვალისწინებით, ეს ანონიმური ყუთი დამხვდა. 🙂
მოკლედ, ზედმეტად რომ არ შევწუხდეთ მშობლები პრეტენზიების გამოთქმის გზების ძიებით, ბაღების სააგენტო მარტივ გზას გვთავაზობს: დაწერ “დანოსს”, გაიხედ-გამოიხედავ, ხომ არავინ გიყურებს, მოათავსებ ამ ყუთში და ყველა პრობლემა “მოგვარდება”.
ამას როგორ გვიბედავთ ან ჩვენ – მშობლებს, ან იმ პედაგოგებს, რომელთა შრომაც 400-500 ლარად გაქვთ შეფასებული?(აქვე შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით საქართველოში საშუალო ხელფასი 2200 ლარია.
ანუ რას გვეუბნებით? რომ მასწავლებელს, რომელსაც ჯგუფში არანაკლებ 50-60 ბავშვი ყავს და სრულიად მათხოვრული ხელფასის მიუხედავად, არაადამიანური შრომის გაწევა უწევს, ჩავუსაფრდე და თუ რამე არ მომეწონება, ჩუმად დავასმინო?
თბილისის მერია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების სააგენტო
პრეტენზიები ჩვენს საგანმანათლებლო სისტემასთან მე რომ მაქვს იმდენი უნდა, გინდ სკოლამდელთან და გინდ სასკოლოსთან და როცა საჭიროდ ვთვლი, არც საკუთარი სახელით და გვარით გაპროტესტებაზე დამიხევია უკან, მაგრამ ცხოვრებაში ჩუმად და ასე ნაბიჭვრულად არაფერი გამიკეთებია და ეს რამ მოგაფიქრათ?
ეს სამარცხვინო ანონიმური ყუთები მოაშორეთ დაუყოვნებლივ!!! ვიდრე ბავშვებმა შეამჩნიეს და დასვეს ყველაზე საშიში კითხვა: რაში გვჭირდება ეს თეთრი ყუთი?“

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება, პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია