საბავშვო ბაღთან მშობლის დაჭრის ფაქტზე გურამ ელიზბარაშვილი დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე, მომხდარი დანაშაულის ფაქტზე წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი გურამ ელიზბარაშვილი დააკავეს.
“კურიერის” ინფორმაციით, სროლა საბავშვო ბაღთან მოხდა. მშობელი, რომელმაც ბავშვი ბაღში დატოვა, სიტყვიერი კონფლიქტის შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. ის კლინიკაში გადაიყვანეს.
დაზარალებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ბრალდებულ გურამ ელიზბარაშვილს პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს