საახალწლო მილოცვაში ზელენსკიმ მშვიდობაზე ილაპარაკა, პუტინმა – “გამარჯვების რწმენაზე”

უკრაინის პრეზიდენტმა, მ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა საახალწლო მილოცვა, რომელშიც აღნიშნავს უკრაინელი ხალხის – განსაკუთრებით სამხედროების – გამძლეობასა და ყოველდღიურ შრომას. ზელენსკის თქმით, 2026 წელს უკრაინელებს თან მიაქვთ “თანამშრომლობის შესაძლებლობა და ადამიანურობა”. “ჩვენ გვწამს მშვიდობის, მისთვის ვიბრძვით და მისთვის ვმუშაობთ” – წერს .
რამდენიმე საათით ადრე მედიასა და ტელეგრამის არხებზე გამოქვეყნდა ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საახალწლო მილოცვა – რომელიც ტელევიზიითაც გადაიცა ს უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე რეგიონების, ჩუკოტკისა და კამჩატკის მოსახლეობისთვის, სადაც უკვე დადგა 2026 წელი.
სააგენტო “ტასმა” გამოაქვეყნა პუტინის გამოსვლის სრული ტექსტი, რომლის დიდი ნაწილიც ეძღვნება “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მონაწილეებს – ანუ ში ომის მონაწილეებს. პუტინი მათ უწოდებს გმირებს, რომლებიც იბრძვიან “სიმართლისა და სამართლისთვის”. პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, მებრძოლებს მხარი დაუჭირონ “სიტყვით და საქმით” და განაცხადა “გამარჯვების რწმენაზე”. პუტინის გამოსვლის ტექსტში საუბარი არ არის მშვიდობაზე ან ომის მშვიდობიან გადაწყვეტაზე.
რუსეთის მცხოვრებთ პუტინმა უწოდა “ერთი დიდი, ძლიერი და შეკრული ოჯახი” და თქვა, რომ მათ აერთიანებთ “ტრადიციები, რწმენა და ისტორიული მახსოვრობა”. პუტინი თავისი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, “წინ იარონ და მიაღწიონ დასახულ მიზნებს”.
2026 წელი უკვე მეხუთე წელი იქნება რუსეთის მიერ ში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომისა – რომელიც დაიწყო ამ ქვეყანაში შეჭრის თაობაზე პუტინის მიერ 2022 წლის თებერვალში გაცემული ბრძანებით. საომარი მოქმედებები არ წყდება ახალი წლის ზეიმის დღეებში. პუტინი საახალწლო გამოსვლებში სამხედროებს 2022 წლის დეკემბრიდან ახსენებს, თუმცა წლევანდელ მილოცვაში ჯარისკაცებს უფრო დიდი დრო დაუთმო.
ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა 1999 წლის 31 დეკემბერს – ამ დღეს გადადგა მისი წინამორბედი, ბორის ელცინი. შესაბამისად, პუტინი ხელისუფლებაშია უკვე 26 წლის განმავლობაში – სხვადასხვა თანამდებობაზე, უმეტესად როგორც პრეზიდენტი.
რუსეთში დღეს იწყება საახალწლო არდადეგები, რაც 11 იანვრამდე გაგრძელდება.
ფორუმი