თბილისის მერიის ცნობით, საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოების გამო, ამაღამ მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
21 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით.