საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო, მელიქიშვილის გამზირსა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო განათებების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, 25 იანვარს, 00:30-დან 03:00 საათამდე, მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, 03:00-დან 06:00 საათამდე კი საავტომობილო მოძრაობა კოსტავას ქუჩაზე, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთშიც შეიზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეზღუდვის პერიოდში კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით ვერ შეძლებს, ხოლო ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზის ხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.
„რუსთაველის გამზირიდან მიმავალი ავტომობილები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით შეძლებენ გადაადგილებას, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – არ მინდა ვივარაუდო, რომ უკრაინის ელჩმა მისი ჩვენს ქვეყანაში დანიშვნა აქ ცოტა მაპროვოცირებელი განცხადებებისთვის გამოიყენოს – ვისურვებდი, რომ პოზიტიური ყოფილიყოს ეს ნაბიჯი

გურამ მაჭარაშვილი: ზელენსკის სიმართლე არ მოეწონა, რასაც ვამბობდით და ელჩი ამიტომ გაიწვია, ახლა დანიშვნა რას ნიშნავს? – როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, რომ მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და რომ ვერ შეძლეს, გადატვირთვის პოლიტიკა მიდის