საახალწლო ზეიმი გადაიდო, დაიშალეთ – კალაძე მომხრეებს

რადიკალურმა ოპოზიციამ იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხესთან ბავშვების ადგილი დაიკავა. შეკრებილნი არიან აგრესიული მომიტინგეები. ნუ, ჩვენ, პროვოკაციებთან დაკავშირებით გუშინაც მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ არ მისცემდნენ პატარებს ზეიმის გამართვის შესაძლებლობას. ამ ფონზე, ლოგიკურად, გვინდა მოვიწოდოთ თანამოქალაქეებს, იმათ, ვინც მოდიოდა, შეკრებილნი არიან თბილისის საკრებულოსთან, მათ არ მივცემთ საშუალებას წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და გვინდა მოვუწოდოთ დაშლისკენ. მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ზეიმი, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება, საახალწლო ზეიმი გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს. დღევანდელი დღე ადასტურებს, რომ ლიბერალური ფაშიზმი უნდა დასრულდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)