საახალწლო აქციები, ახალი მაღაზია და 2024 წლის გამოწვევები – რა ელოდება “ცელსიუსში” მომხმარებელს?

გათბობა–გაგრილების კომპანია „ცელსიუსმა“ კიდევ ერთი მაღაზია გახსნა. მაღაზია თბილისში, დიდუბის რაიონში, წერეთლის 116 ნომერში მდებარეობს და ცელსიუსის მომხმარებელს ტრადიციულად, უკვე ამ ფილიალშიც ელოდება ხარისხიანი პროდუქცია, ამჯერად, 31 დეკემბრის ჩათვლით, დიდი საახალწლო ფასდაკლებით.
სითბო, კომფორტი, ხარისხიანი, ენერგოეფექტური პროდუქტი – რა შეიძლება უკეთესი აჩუქო თავს და საყვარელ ადამიანებს ახალ წელს?
უცვლელია ცელსიუსის სპეციალური შეთავაზება, განაახლე ნებისმიერი გათბობის ქვაბი და დაზოგე 700 ლარამდე თანხა!
2023 წელი ერთ–ერთი წარმატებული წელია ჩვენი კომპანიისთვის, გავხსენით ახალი ფილიალები, დავიმატეთ ახალი თანამშრომლები. 2024 წელს ვგეგმავთ კიდევ მეტად გავფართოვდეთ, მეტი ადამიანი დავასაქმოთ, გავზარდოთ პროფესიონალები, მოგეხსენებათ, ჩვენთან მუშაობენ ოფიციალური სტატუსის მქონე ხელოსნები, ისინი გადამზადებას და სერტიფიცირებას გადიან იტალიაში, არისტონის ქარხანაში, ასევე, უწყვეტად ვვითარდებით მთელი გუნდი, ვსწავლობთ, ვცდილობთ მომხმარებელს დავახვედროთ მაღალი ხარისხის მომსახურება და მომხმარებელი იყოს ჩვენი მომსახურებითაც ისეთივე კმაყოფილი, როგორი კმაყოფილიც რჩება ჩვენ მიერ ბაზარზე წარმოდგენილი ხარისხიანი პროდუქციით.
2024 წლის გამოწვევა იქნება ისიც, რომ გარემო, სადაც ვცხოვრობთ, იყოს მეტად დაცული – ტრადიციულად, გვექნება აქცენტი ხარისხზე, პროდუქციის ენერგოეფექტურობაზე, რადგან გარემოზე ზრუნვა, ვთვლი, რომ ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის უმნიშვნელოვანესია.
2024 წელსაც, ცელსიუსი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ისევ გვერდით ედგეს ადამიანებს, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში ცხოვრობენ. ჩვენ გერბს აწერია – ძალა ერთობაშია და ჩვენი გუნდის ლოზუნგიც ეს არის, მჯერა, რომ ერთად დგომით ბევრ წარმატებას მივაღწევთ.
ცელსიუსში 31 დეკემბრამდე გელოდებათ საახალწლო აქციებია – მობრძანდეთ, ან ონლაინ ისარგებლოთ საახალწლო შეთავაზებებით.
2024 წელი ყოფილიყოს ბარაქის, ჯანმრთელობის, ერთად ყოფნის და ღიმილის!
გისურვებთ ბედნიერებას
ცელსიუსის გუნდის სახელით!