ზოგადად, ახალი წლის და სააღდგომო პერიოდი გამორჩეულია მოთხოვნის კუთხით. ყველაზე დიდი მოთხოვნა ახალ წელს არის, თუმცა აღდგომის პერიოდშიც 30-40%-იანი ზრდა ფიქსირდება ხოლმე, – ამის შესახებ სუფრების, ხელნაკეთი ნივთებისა და დეკორაციების თანამედროვე ქართული ბრენდის “თინეს” დამფუძნებლმა თიკო კიკალეიშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, “თინეს” მომხმარებლების 95%-ი ადგილობრივი მოსახლეობაა, ხოლო 5%-ი საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს უჭირავს.”წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა. ყველაზე დიდი მოთხოვნა სუფრებზე, რანერებსა და ხელსახოცებზეა. სააღდგომო პერიოდში ვგეგმავთ ხელნაკეთი აქსესუარების დამატებას და გვაქვს მოლოდინი, რომ კომპანიის გაყიდვები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება”, – აცხადებს თიკო კიკალეიშვილი.მანვე აღნიშნა, რომ ბრენდი მუდმივად ვითარდება და პროდუქციას თურქეთიდან შემოტანილი, ქსოვილით აწარმოებს. ცნობისთვის, სუფრების, ხელნაკეთი ნივთებისა და დეკორაციების თანამედროვე ქართული ბრენდი “თინე” ადგილობრივ ბაზარზე 2 წელია ოპერირებს.წყარო: ბიზნესპარტნიორი

