საარჩევნო ადმინისტრაციამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეებსა და ტექნოლოგიებზე ინფორმაცია მიაწოდა

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის () თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან დეტალურად ისაუბრა ს მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა საქსტატის თანამშრომლებისთვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და ცესკოს თავმჯდომარემ ამომწურავად უპასუხა მონაწილეთა კითხვებს.

შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებმა პრაქტიკაში გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატების მუშაობა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – საბჭოთა ბოლშევიკებისა და „ქართული ოცნების“ რიტორიკას შორის პირდაპირი პარალელია – არ არის გამორიცხული, შემდგომი ნაბიჯი იყოს ივანიშვილის დასანქცირება, ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე

დავით უსუფაშვილი – „ოცნებამ“ საქართველო დაასანქცირა – ეს არის თავგზააბნეული ადამიანების ჯგუფი, რომელთაც საკვებად აქვთ თავისივე შეთხზული ზღაპრები – მგონი, კობახიძე „უცხო ძალაში“ საკუთარ თავს გულისხმობდა, სხვა ვინ ბატონობს?