სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ნიკოლა სარკოზისთვის ერთწლიანი პატიმრობა

საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთვის ერთწლიანი პატიმრობა, საიდან სასჯელის ნახევარი პირობითია. ნიკოლა სარკოზიმ შეიძლება, პირობითი სასჯელი მოიხადოს ალტერნატიული საშუალებებით, როგორიცაა ელექტრონული სამაჯურის ტარება ციხის გარეშე.
ნიკოლა სარკოზის 2012 წლის კამპანიის უკანონო დაფინანსებას ედავებიან. ნიკოლა სარკოზი უარყოფს ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ მისი „რესპუბლიკელების“ პარტია მუშაობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმა „ბიგმალიონთან“, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების დასამალად.
საფრანგეთი აწესებს მკაცრ შეზღუდვებს კამპანიის ხარჯებზე. პროკურორები ამტკიცებენ, რომ სარკოზიმ 2012 წლის საარჩევნო კამპანიაზე 42.8 მილიონი ევრო დახარჯა, რაც ნებადართულ თანხაზე თითქმის ორჯერ მეტია.
,,საზოგადოებრივი მაუწყებელი”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ