სააპელაციომაც არ დააკმაყოფილა ISFED-ის სარჩელი კენჭისყრის ახალ წესთან დაკავშირებით

თბილისის სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მოთხოვნა ცესკოს მიერ კენჭისყრის დღეს დადგენილი ახალი წესის გაუქმების შესახებ.
როგორც ორგანიზაცი განმარტავს, შეტანილი ცვლილებებით დამკვირვებლებისათვის სრულად აიკრძალა ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნის უფლება:
„მსგავსმა შეზღუდვამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს ე.წ. კარუსელის სქემების, მრავალჯერადი, ყალბი ან არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის შემთხვევების იდენტიფიცირება“.
ცვლილების მიხედვით, დამკვირვებელს ეკრძალება:
· ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა;
· ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოვიდეოგადაღება აწ სხვაგვარი დამუშავება.
ნინო დოლიძის განცხადებას. მოგვიანებით წერილობით უპასუხა ცენტრალურმა საარჩვნო კომისიამ და “მანიპულირების მორიგი კამპანია” უწოდა.
ცესკოს თანახმად “საარჩევნო კოდექსი ყოველთვის კრძალავდა ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და/ან გამჟღავნებას”.
გასული, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს პრეზიდენტმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნების შედეგების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა ეუთო/ოდირმაც. სხვადასხვა ანგარიშის მიხედვით, არჩევნებზე დაირღვა ხმის ფარულობის პრინციპი, ასევე იყო ამომრჩევლების მოსყიდვის, დაშინების, საარჩევნო პროცედურის დარღვევის მრავალი შემთხვევა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ