სააკაშვილმა ჯერ საზოგადოებას უნდა წარუდგინოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სხვა შემთხვევაში, მისი ყველა განცხადება მიიღება სამწუხაროდ არასერიოზულად

სააკაშვილმა ჯერ საზოგადოებას უნდა წარუდგინოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სხვა შემთხვევაში, მისი ყველა განცხადება მიიღება სამწუხაროდ არასერიოზულად
ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პატიმარი ს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის „ნაციონალურ მოძრაობას“ სთხოვს შექმნას პარტიის ბორდი და თავმჯდომარედ მისი, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ სოფო ჯაფარიძის კანდიდატურა განხილონ.
„სააკაშვილმა გააკეთა განცხადება რომ თურმე ბორდის თავმჯდომარე უნდა რომ იყოს. როგორც სასამართლოს სამედიცინო ექსპერტი ვაცხადებ, სააკაშვილმა ჯერ საზოგადოებას უნდა წარუდგინოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, იგივე კომისიის, რომ ის არის ჯანმრთელი ფსიქიკურად, რომ მას არ აქვს დემენცია, არ აქვს 40, თუ 50 დაავადება, რომ სწორად აზროვნებს, ფიზიკურად შეუძლია ამ ყველაფრის მართვა [ბორდის თავმჯდომარეობა] და ამის შემდეგ გააკეთოს ასეთი განცხადებები. სხვა შემთხვევაში, მისი ყველა განცხადება მიიღება სამწუხაროდ არასერიოზულად.
თუ მას სერიოზულად უნდა რომ მივიღოთ, მაშინ ჯანმრთელობის შესახებ ცნობა უნდა წარადგინოს. აქ მთავარი მაინც დემენციაა, რომლის დიაგნოზსაც ძალიან ბევრი ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტი აწერდა ხელს“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გამიზნული რყევები ძალიან რთულია სახელმწიფოსათვის და ლოგიკურია როდესაც ქვეყანაში მაღალი ემოციური ფონია, ასეთ დროს ეროვნული ვალუტის გაუფასურება მყისიერად ხდება – სებ-ის ჩარევის შედეგად ლარის კურსმა გამყარება დაიწყო