“სააკაშვილმა საკუთარი კეთილდღეობისთვის დათმო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა“- რატი იონათამიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ , რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან განახლებულ დეზინფორმაციის კამპანიას და მათი მხრიდან მიხეილ სააკაშვილსა და ს შორის პარალელების გავლებას.

“ნაციონალური მოძრაობა“ ტრაგედიებით მოსარგებლე რომ იყო, ეს დიდი ხანია ვიცოდით, სულ ახლახან კი, ნავალნის დაღუპვის ფაქტი როცა გაიგეს, განაახლეს დეზინფორმაციის კამპანია სააკაშვილთან დაკავშირებით და ეს პარალელის გავლება ნავალნისა და სააკაშვილს შორის, ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე ამორალური უპასუხისმგებლობაა, რაც ჩვენს პოლიტიკაში განსაკუთრებით ბოლო წლებში გვინახავს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს, რომ ამ დეზინფორმაციას ვინმე დაიჯერებს, მწარედ ცდებიან.

“ნავალნი სასჯელს იხდიდა უმკაცრესი რეჟიმის კოლონიაში და ძალიან მძიმე პირობებში მაშინ, როდესაც სააკაშვილი კეთილმოწყობილ, ოროთახიან ლუქსში არის საკაბელო ტელევიზიით და ყველა აუცილებელი პირობით უზრუნველყოფილი. ნავალნისთან საპატიმროსი ადვოკატებიც კი ვერ შედიოდნენ, სააკაშვილს კი ამ ხნის განმავლობაში 2 ათასამდე მნახველი ჰყავდა. ნავალნი ნამდვილად ღირსეულად იხდიდა სასჯელს მაშინ, როდესაც სააკაშვილისგან ჩვენ ვხედავდით ხან გასტრონომიულ ფალსიფიკაციას და ხან სიმულაციას, ხან დეზინფორმაციას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ასევე, მისი ოჯახიდან მილიონობით დოლარის გადახდა ხდებოდა საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებისთვის სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინაშე ვიდექით ევროინტეგრაციის გზაზე. ერთი ნამდვილად იყო პოლიტპატიმარი, მეორე კი – კრიმინალი, რომელმაც საქართველოს შიგნით ათასობით ოჯახი გაამწარა. რაც მნიშვნელოვანია, ნავალნის არც მაშინ დაუთმია მოქალაქეობა როდესაც დან წავიდა და არც მაშინ, როდესაც დაბრუნდა. სააკაშვილმა საკუთარი კეთილდღეობისთვის დათმო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა. მისთვის არავის ჩამოურთმევია მოქალაქეობა, მან საქართველოს პასპორტი გაცვალა სხვა ქვეყნის გუბერნატორის სკამზე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ ასეთი სიცრუის და დეზინფორმაციის გამოა რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისი ამომრჩეველიც კი უარს ეუბნება, სწორედ ამის დასტურია ის, რომ ბოლო პერიოდში სააკაშვილის მხარდამჭერ გამოსვლებზე ათეულობით ადამიანის შეკრებაც კი უჭირდათ და ეს შედეგი კიდევ უფრო მწარე 2024-ის საპარლამენტო არჩევნებზე იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვლადიმერ ბოჟაძე: ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც სხვა ჩვენ ლიდერებს და წევრებს ვერანაირი სანქციებით ვერ შეაშინებენ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესებს

გიორგი ცუცქირიძე: ამერიკის სახელმწიფო ხაზინამ გამოსცა ლიცენზია, რომლის თანახმად სანქციები არ ვრცელდება ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ კომპანიებზე და ოჯახის წევრებზე – ბუნებრივია, საუბარი საერთოდ არ არის მაგნიტსკის სიაზე, რაზეც აჟიტირებულ ექსპერტთა ნაწილი აკეთებდა არასწორ მინიშნებებს

აშშ-ის საელჩო ირწმუნებოდა, რომ „კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ამერიკის ხელში არ არის, თუმცა, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემდეგ გაირკვა, რომ „კრედიტ სუისთან“ დავაში მოგებულ თანხას იგი აშშ-ის ნებართვის გარეშე ვერ მიიღებს