სააკაშვილმა ზურაბიშვილის პეტიციას “ჩვენი ხმა ევროპას” ხელი მოაწერა

მიხეილ სააკაშვილმა ს პეტიციას “ჩვენი ხმა ევროპას” ხელი მოაწერა – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა საუბრობს. ამბობს, რომ ხელმოწერილ პეტიციას ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის ღონისძიებაზე დღეს თავად მიიტანს.
“დღეს დავესწრები პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივით მოწვეულ ღონისძიებას და მაქვს პატივი, მივიტანო პრეზიდენტი სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია, ჩემი ხმა ევროპას. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი რუსული რეჟიმის ხელით პუტინის პირადი პატიმარია, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილის შეუძლია დაასრულოს ეს ისტორიული უსამართლობა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, , რომელმაც პირადად აღმართა ევროპული დროშა და რომელსაც პირადად, ყველაზე დიდი წვლილი აქვს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციაში, ყველაზე მაღლა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს აყენებს”, – ამბობს ბოკუჩავა.
დღეს, 20:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი კამპანიის “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში დასკვნით ღონისძიებას გამართავს. სწორედ ამ ღონისძიებაზე გადასცემს სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩებს პეტიციის ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ ჟურნალისტს – მას ამაზე არაფერი არ უთქვამს, ამაზრზენია რაც მოხდა და კიდევ უფრო ამაზრზენი რომ რეაგირება არ აქვს

მაკა ბოჭორიშვილი – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სასაუბროდ – არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცრუ ნარატივებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება