სააკაშვილი: ჩემი დანაბარები არასწორად დაწერეს, ხალხი თავისი ნებით გამოდის ქუჩაში

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა “ფეისბუკზე” დაწერა, რომ მისი განცხადება არასწორად გავრცელდა და, შესაბამისად, დამსახურებული კრიტიკა მოჰყვა.
თავდაპირველად “ფეისბუკის” მის გვერდზე ეწერა: „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“,
მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა განცხადებას პოსტ-სკრიპტუმი დაამატა: “სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად, ჩემმა ამ პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია. რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს. ჩემი მიზანი იყო, ხაზი გამესვა შთამბეჭდავი მსვლელობისათვის და ხელშესახები შედეგების დადგომის აუცილებლობისათვის” – დაწერა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო