სააკაშვილი: სათავეში ჩავუდგები ენმ-ის პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიესალმება პრეზიდენტ ს მიერ ევროპული ერთიანობის პლატფორმის ინიციირებას, თუმცა აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ადგილას ამ პლატფორმას „ქუჩაში გადმოიტანდა“.
„რუსთაველის გავსება შესაძლებელია. თუ ქალბატონი სალომე იზიარებს ასეთ ინიციატივას, ჩვენ მხარს დავუჭერთ“, — თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, თავად აპირებს სათავეში ჩაუდგეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს.
„ვაპირებ, ვიყო ამ ბორდის თავმჯდომარე, თუ ამას დაუჭერენ მხარს პარტიის რიგითი წევრები. ამ ბორდში შემოვლენ პარტიის ლიდერები, მაგრამ, ასევე, ბევრი საზოგადოებრივად აქტიური მოღვაწე. მე მზად ვარ, რომ ამ არჩევნებში ვიყო აბსოლუტურად წინა ხაზზე ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან ასევე დააანონსა „ხმების მცველი სკოლის“ შექმნა, რომელიც თვე-ნახევარში ამოქმედდება.
„ათასობით ადამიანს ვასწავლით სულელური სქემების გამოცნობას და მათ აღკვეთას. მთელ მსოფლიოს შევატყობინებთ ამას. წყნარად არ გამოგივათ ამ გაყალბების მომზადება“, — აღნიშნა სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტის თქმით, ის უშუალოდ ერთვება კამპანიაში, როგორც გამარჯვების პლატფორმის წარმომადგენელი.
„მინდა ყველას შევახსენო, რომ კენჭს იყრიდა, როგორც ევროკავშირის მოქალაქე, ეს პრეცედენტი არსებობს. მე ვრჩები უკრაინის ლოიალურ მოქალაქედ“, — დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საარჩევნო კამპანიაში (აგიტაცია) მონაწილეობის უფლება არ აქვთ. წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში ჯერ არ დაწყებულა და ის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე იწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც