სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის – “ევროპის სახალხო პარტია” მიკერძოებულ განცხადებებს აკეთებს – ირაკლი ჩიქოვანი

“ევროპის სახალხო პარტია” მიკერძოებულ განცხადებებს აკეთებს, რომელთაც არანაირი საფუძველი არ აქვთ, პირიქით, ძალიან ბევრი შეცდომით არის დახუნძლული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის.
“სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებებია, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს იმ დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილმა ქართველი ხალხის მიმართ ჩაიდინა. ამ ადამიანმა თვითდესტრუქცია როცა შეწყვიტა, მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდა და სასჯელს იხდის. ამიტომ, ეს რეზოლუცია სიმბოლური ხასიათისაა”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმყოფებოდა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით, ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად სწრაფი ზომების მიღებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ზუსტად იგივე პრობლემა გვაქვს, ნათელია, რომ საქართველოშიც გიწევთ ამ გამოწვევასთან გამკლავება, მსოფლიოს საერთო თავის ტკივილია ის, რომ ლიბერალური ექსტრემიზმი ხელს უშლის ჯანსაღი პოლიტიკის წარმოებას