„ლოგიკურია, რომ გიორგი თარგამაძე და გუბაზ სანიკიძე მიმოიხილავენ ვარდების რევოლუციას სააკაშვილის არხებზე. ორი ჰომოფობი, ქსენოფობი, ორი ანტი-ვარდების რევოლუცია,”- წერს “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი. ჩერგოლეიშვილის თქმით, ეს არის იმის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება, რომ სააკაშვილი იმ მონსტრადაა ქცეული, რომელიც ვარდების რევოლუციამ დაამარცხა.
„ლოგიკურია, რომ გიორგი თარგამაძე და გუბაზ სანიკიძე მიმოიხილავენ ვარდების რევოლუციას სააკაშვილის არხებზე. ვარდების რევოლუციის ორი იდეოლოგიური მტერი – ასლან აბაშიძის და ბადრი პატარკაციშვილის ორი მოკავშირე, ორი ჰომოფობი, ქსენოფობი, ორი ანტი-ვარდების რევოლუცია … ეს არის იმის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება, რომ სააკაშვილი იმ მონსტრადაა ქცეული, რომელიც ვარდების რევოლუციამ დაამარცხა. უკბილო მონსტრად. და ისიც ლოგიკურია, რომ თუ ვარდების რევოლუციის იდეის ბოლომდე მიყვანა გვსურს, ეს უკბილო მონსტრი თავისი კასირიანად, უნდა ჩაირეცხოს.”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.