სააკაშვილი, თავისი სურვილის მიუხედავად, ყოველთვის არის დამანგრეველი ძალის მქონე და ახლა, როცა ის სხვას ვერაფერს ანგრევს, ანგრევს საკუთარ პარტიას

„ბუნებრივია, პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ის არ არის საქართველოს მოქალაქე, თუმცა დე-ფაქტო ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი, ლიდერი, მეთაური – ყველაფერი ის არის – საფიცარიც კი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მიმართვას; „ნაციონალურ მოძრაობას” ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, აირჩიონ“ გამოეხმაურა.
მისივე თქმით, სააკაშვილი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე სულ რაღაცას ანგრევს და ახლა, ანგრევს საკუთარ პარტიას.
„ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ის არ არის საქართველოს მოქალაქე, თუმცა დე-ფაქტო ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი, ლიდერი, მეთაური – ყველაფერი ის არის – საფიცარიც კი. კარგად გვახსოვს მისი ბოტასების თაყვანისცემის მუზეუმიც რომ ჰქონდათ მოწყობილი. სააკაშვილის ახალი მოთხოვნა პარტიის მიმართ არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ უფრო დააზიანოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც გაქრობის გზაზე ისედაც დგას. სააკაშვილი თავისი სურვილის მიუხედავად, ყოველთვის არის დამანგრეველი ძალის მქონე და ახლა, როცა ის სხვას ვერაფერს ანგრევს, ანგრევს საკუთარ პარტიას,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ნაცმოძრაობის” სამარცხვინო და ანგარებიან ლობისტს, სააკაშვილის ყოფილ მრჩეველს, ევროპარლამენტარ რაფაელ გლუკსმანს მისივე ფლანგის ულტრამემარცხენეები დაუპირისპირდნენ, რაღაც ვერ ვხედავ თვალთმაქცი ევროკრატების ორკესტრირებულ აღშფოთებას თავდასხმის გამო