სააკაშვილი: დიდი ძალის გამოღვიძება ხდება – ჩემს წიგნსაც “ძალის გამოღვიძება” ჰქვია

ჯერ ბრძოლის საწყის ეტაპზე ვართ. საქართველოში ძალიან მძლავრი გამოღვიძებაა, დიდი ძალის გამოღვიძება ხდება – სხვათა შორის, ჩემს წიგნს “ძალის გამოღვიძება” ჰქვია. ახლა ის ახალი ტირაჟით გამოიცემა. იქ ვწერ – ჩემი გზავნილი მომავალი თაობის ლიდერებისთვის. მიმაჩნია, რომ ეს ახალგაზრდები უკვე ლიდერები არიან. სწორედ მათ უნდა მივცეთ საშუალება, რომ წინ გამოვიდნენ.