სააკაშვილი არ იცვლება, შეხედეთ მის განცხადებებს რა ტექსტებითსაუბრობს, ისევ იგივე დამოკიდებულებით, ერთადერთი, რაც მას არ გააჩნია ეს არისძალაუფლება, თორემ უარესს გააკეთებდა
„დღეს უკვე სამართლებრივი პროცესია მათ წინააღმდეგ და საკონსტიტუციოში არის შეტანილისაკითხი ამ პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, ფაქტებზე დაყრდნობით. ეს იგივე ძალა არის, რომელიც ჩადიოდა დანაშაულს, არეკეტებდა ბიზნესს, ართმევდა ადამიანებს სიცოცხლეს, არაერთი ადამიანი პირდაპირ ქუჩაში ჩაცხრილეს წაართვეს ბიზნესი, ტელევიზიებში იჭრებოდნენძალადობით და ეს ფაქტები არის“, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა „ნაციონალურმოძრაობასთან“ დაკავშირებით განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით მიხეილ სააკაშვილი არ ნანობს 7 ნოემბერს და დღეს რომ სათავეში იყოსუარესს გააკეთებდა.
„ყოფილი პრეზიდენტი, ამ ყველაფრის სათავეში ვინც იყო, ბატონი სააკაშვილი, არ იცვლება. შეხედეთ მის განცხადებებს, რა ტექსტებით საუბრობს, ისევ იგივე დამოკიდებულებით.ერთადერთი, რაც მას არ გააჩნია ეს არის ძალაუფლება, თორემ უფრო უარესს გააკეთებდა დღესრომ ის იყოს საქართველოს სათავეში. პირდაპირ ანადგურებდნენ ოჯახებს, ადამიანებსანადგურებდნენ და ეს დამოკიდებულება არ შეცვლილა, ეს უნდა ვიცოდეთ. იმის მაგივრადამდენი ხნის მანძილზე რაღაცა გაეაზრებინა, ანალიზი გაეკეთებინა და ბოდიში მაინც მოეხადა იმოჯახის წევრებისთვის, ვისი წევრებიც პირდაპირ ქუჩაში ჩაცხრილეს, ეს ადამიანი არ იცვლება დამისი ეს კასტა იგივე შეხედულებით და დამოკიდებულებით არიან, ესენი არიან ფაშისტებიპირდაპირი მნიშვნელობით. როცა შენ ესეთი ნიშნით ჰყოფ ადამიანს და პირდაპირ მოუწოდებ, რომ ამათთან საერთო ვერ გვექნება და შეუძლებელია მათთან ერთად ცხოვრება, ხომწარმოგიდგენიათ როგორ ფიქრობს ეს ადამიანი და რა ღირებულებით არსებობდა. არაფერიშეცვლილა იმ 7 ნოემბრის შემდეგ მათ გონებაში, პირიქით სინანულსაც კი გამოთქვამენ თუდააკვირდებით ერთი ორჯერ თქვა კიდევაც, კულუარებიდანაც გამოვიდა ინფორმაცია, რომ ბოლომდე როგორ არ მიიყვანეს და არ ჩახოცეს ოპოზიცია და ვინც კი მათ წინააღმდეგ იყო, რათაგაემაგრებინათ ხელისუფლება“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილმა ჯინ შაჰინის სიტყვები გაიხსენა, რომლის მიხედვითაც, ამერიკელმასენატორმა აიძულა სააკაშვილი გადამდგარიყო, მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილი ფიქრობდაროგორ ჩაეხშო სისხლში ქართველი ხალხის გამარჯვება.
„ეს ვითომ დემოკრატები, ვითომ სამართლიანობაზე და ევროკავშირზე რომ საუბრობენ დადამოუკიდებლობაზე და სუვერენიტეტზე, გახსოვთ შაჰინმა რა თქვა? ეს ვაჟბატონი [მიხეილსააკაშვილი] განა არ იყო მზად იმისთვის, რომ სისხლში ჩაეხშო მაშინდელი, 2012 წლისგამარჯვება ქართველი ხალხის და „ქართველი ოცნების“, შაჰინმა თქვა, რომ ჩვენ ვაიძულეთსააკაშვილიო, ჩვენ ვუთხარით სააკაშვილს რომ გადამდგარიყოო, ის იჯდა და ფიქრობდაროგორ ჩაეხშო სისხლში მაშინდელი გამარჯვება ოპოზიციის, აი ამ ფიქრში იყო“, – განაცხადაპრეზიდენტმა.




