სააკაშვილის წინ წამოწევა და პოლიტიკური პროცესების სათავეში მოყვანა ძალიან რთულია, ეს სალომე ზურაბიშვილსაც ხელს შეუშლის

სააკაშვილის წინ წამოწევა და პოლიტიკური პროცესების სათავეში მოყვანა ძალიან რთულია, ეს სალომე ზურაბიშვილსაც ხელს შეუშლის
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ს შეწყალების საკითხზე აცხადებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ამავდროულად ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ რომელიმე ფრთას სააკაშვილის დასაცავად აქტიური პოზიცია არ გამოუხატავს.
ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სააკაშვილის წინ წამოწევა, პოლიტიკური პროცესების სათავეში მოყვანა რთული იქნება და ეს სალომე ზურაბიშვილსაც ხელს შეუშლის.
„ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ აშკარა პრობლემაა, რომ არც მიშა სააკაშვილის თემით პარტიის ლიდერად მოსულ ხაბეიშვილს და არც „ნაცმოძრაობის“ რომელიმე ფრთას სააკაშვილის დასაცავად აქტიური პოზიცია არ გამოუხატავს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დამნაშავესთან გვაქვს საქმე და რაც აქამდე მოვიფიქრეთ, სიმულანტობა იყოო.
სააკაშვილის წინ წამოწევა და პოლიტიკური პროცესების სათავეში მოყვანა ძალიან რთულია. რასაკვირველია, ეს სალომე ზურაბიშვილსაც შეუშლის ხელს, განსაკუთრებით მას შემდეგ, თუ გავიხსენებთ, როგორი უწმაწური და ბილწი გამონათქვამები იყო ს მიმართ „ნაცმოძრაობის“ წევრების მიერ და პირადად სააკაშვილისგან“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
Previous: ბიძინა ივანიშვილმა მილიონ გირვანქა სტერლინგად ლონდონის აუქციონზე შეიძინა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან-უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა

ასევე დაგაინტერესებთ

ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას

ზოგ რეკომენდაციას რომ გავყოლოდით, შეიძლება გვქონოდა სწრაფი შედეგი კანდიდატის სტატუსთან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ვიქნებოდით ფიზიკურად და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა